ამირან გამყრელიძე - სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება - ჩემი რეკომენდაციაა, აქტიურად გამოვიყენოთ სამედიცინო უნივერსიტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები

24 Aug 2021 17:52

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამგორის საველე ჰოსპიტლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი სრულად დაიტვირთება.


როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საველე ჰოსპიტლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი და მისი რეკომენდაციაა, რომ ამ საქმეში სამედიცინო უნივერსიტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები) ჩაერთონ.


„ჩემი გადმოსახედიდან ეს საჭირო გახდება მას შემდეგ, რაც პირველი ორი საველე ჰოსპიტალი დაიტვირთება, ისინი არ არიან სრულად დატვირთული, მხოლოდ 40-50%-ით დატვირთვით მუშაობენ. ადამიანური რესურსი ერთ-ერთი მთავარია, აქ ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აქტიურად გამოვიყენოთ სამედიცინო უნივერსიტეტების ფაკულტეტების მეექვსე კურსის სტუდენტები (რეზიდენტები). მეექვსე კურსის სტუდენტი თითქმის ექიმია და მზად არის ექიმთან ერთად იმუშაოს როგორც უმცროსმა ექიმმა და მართოს ამ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი გამოწვევის დროს პაციენტები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი