ელენე ხოშტარია -„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი ფასი ექნება, ეს მინიშნება იყო შარლ მიშელის მხრიდან

24 Aug 2021 19:32

ვთანხმდებით, რომ არსებული ვითარება, „ქართული ოცნების“ მმართველობა, ამ ქვეყნისთვის კატასტროფაა,- ამის შესახებ­ პარტია „დროას“ ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ კოალიციურ მმართველობას შეუძლია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხება, არამედ ქვეყანაში რეალური ცვლილების განხორციელება.


„ჩვენ კოალიციურ ერთობაში დავიწყეთ კონსულტაციები იმ საკითხებზე, თუ რა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. ვთანხმდებით, რომ არსებული ვითარება, „ქართული ოცნების“ მმართველობა, ამ ქვეყნისთვის კატასტროფაა. ამასთანავე, ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ამ კოალიციურ მმართველობას შეუძლია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხება, არამედ ქვეყნის ისეთი ცვლილება, რომ ადამიანებმა იგრძნონ უკეთესობა ეკონომიკური, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლიანობის თვალსაზრისით და ა.შ. საბაზო საკითხებზე პრინციპულად ვთანხმდებით და ამის გარეშე კოალიცია ვერ იარსებებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.


მისი თქმით, მაგალითად, პარტია „დროას“ განსხვავებული პოზიციები აქვს „გირჩთან“ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან ქალაქში კულტურულ მემკვიდრეობა.„შემიძლია დროას“ პოზიციებზე ვისაუბრო. მაგალითად, პრინციპული უთანხმოება მაქვს „გირჩთან“ ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე. ამაზე მიდის მსჯელობა, კამათი. ზოგადად ფუნდამენტურ საკითხზე, რომ თვითმართველობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს, ფული რომ არ იფლანგებოდეს, კორუფცია რომ არ იყოს, ამაზე ვთანხმდებით. ამის გარეშე კოალიცია არ არსებობს, მაგრამ როგორ მივხედოთ მაგალითად, კულტურულ მემკვიდრეობას, ამაზე განსხვავებული აზრი გვაქვს“, - აღნიშნა ხოშტარიამ. მან ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობა ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება„აბსოლუტურად ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი ფასი ექნება, ეს მინიშნება იყო მათ შორის შარლ მიშელის მხრიდან. ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციას გვაქვს ვალდებულება, სიტუაცია შევცვალოთ. ჩვენს ნაცვლად, ვერც ევროკავშირი და ვერც აშშ, ადგილზე სიტუაციას ვერ შეცვლის“, - განაცხადა ხოშტარიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი