ვინ ჩაშალა პარლამენტის სხდომა?

30 Jun 2017 00:42

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარეს და კანონპროექტებსაც ეყარა კენჭი, თუმცა სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილის განცხადების საფუძველზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. 


მისი თქმით სხდომა არ არის უფლებამოსილი კენჭისყრებისთვის, რადგან დარბაზში 76-ის ნაცვლად, 71 დეპუტატია.

"ტაბლოზე იყო 87 დეპუტატი, რომელიც ესწრებოდა, ახლა დარბაზში 71 დეპუტატია. წესით ამას მანდატურის სამსახური უნდა აკეთებდეს და არა მე. დარბაზში ამ წუთას ნამდვილად არ იმყოფებიან, ნუკრი ქანთარია, ირაკლი სესიაშვილი, ენზელ მკოანი და ა.შ. სხდომა უფლებამოსილი არ არის და არ შეიძება კენჭისყრები ტარდებოდეს",- აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის განცხადების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. 

პლენარული სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრა აღარ ჩატარდება და საპროცედურო კომიტეტმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს ამ საკითხში. 

„ხვალ გავაგრძელოთ კენჭისყრა", - განაცხადა ვოლსკიმ.


წყარო: 1tv


კომენტარები:

ფართი შოპი