ნინო ლომჯარია - თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება, ღირსებას ჰმატებს, მათი არჩევანია - თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ

25 Aug 2021 11:48

თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია - თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა. მისი თქმით, თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად.


"მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს?


ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები... თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ. ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!", - წერს Facebook-ზე ლომჯარია.


ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, რაც არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ირაკლი კობახიძის თქმით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია.




კომენტარები:

ფართი შოპი