Rolling Stones -ის დრამერი ჩარლი უოტსი გარდაიცვალა

25 Aug 2021 12:06

Rolling Stones -ის დრამერი ჩარლი უოტსი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.


ჩარლი უოტსი ლონდონის საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.


”უსაზღვრო მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი ჩარლი უოტსის გარდაცვალებას. ის იყო ძვირფასი ქმარი, მამა და ბაბუა და მისი თაობის ერთ -ერთი უდიდესი დრამერი”, - აღნიშნულია განცხადებაში.


ინგლისელი მუსიკოსი 1963 წლის იანვარში დათანხმდა "როლინგ სტოუნზში" დაკვრას.




კომენტარები:

ფართი შოპი