დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება

25 Aug 2021 14:01

დუ­ის­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი პან­კის­ში, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. 


„ჩემი მი­ზა­ნი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, მა­ჟო­რი­ტა­რი ვიქ­ნე­ბი თუ სად ვიქ­ნე­ბი, ჩემი მი­ზა­ნია წა­ვი­დეს მა­ხინ­ჯი სის­ტე­მა და მო­ვი­დეს ხალ­ხის­თვის ნორ­მა­ლუ­რი მთავ­რო­ბა. 


მე წინა პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის, სი­მარ­თლე გი­თხრათ ეს არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. 


ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე პირ­თან მქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვი­და, რომ ვერც ერთი პირი ვერ ვნა­ხე, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო და გა­დავ­წყვი­ტე თვი­თონ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. 


ეს ჩემი ბრძო­ლის ნა­წი­ლია. 

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ი­დან ვიყ­რი კენ­ჭს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ყვე­ლას ბრძო­ლა­ში ვარ, ვინც ჩემ­თან ერ­თად იბ­რძვის. 


მე ამას არც პო­ლი­ტი­კო­სო­ბას და­ვარ­ქმევ­დი, არც პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, ეს 4-წლი­ა­ნი ბრძლის ნა­წი­ლია,არც პო­ლი­ტი­კა მა­ინ­ტე­რე­სებს, არც პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა. ჩემი მი­ზა­ნი ერ­თია - და­მარ­ცხდეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.


მი­სი­ვე თქმით, ის კარ­გად იც­ნობს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრობ­ლე­მებს და მათი მოგ­ვა­რე­ბის­თვის იზ­რუ­ნებს.


„ხე­ო­ბა­ში რა პრობ­ლე­მე­ბია და რო­გორ არის მთე­ლი ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მის მიერ დათ­რე­უ­ლი ხე­ო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა, ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიცი. 


უნდა ვიზ­რუ­ნო, რა თქმა უნდა, რთუ­ლი მხა­რეა, მაგ­რამ სა­დაც მე ვიქ­ნე­ბი, იქ გა­მო­რი­ცხუ­ლია გა­რი­გე­ბა, კო­რუფ­ცია, უსა­მარ­თლო­ბა. მე არც სიმ­დიდ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ, ეს არ მჭრი­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი