მიხეილ სარჯველაძე მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

25 Aug 2021 15:02

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე  მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. 


შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობები, როგორ წახალისდეს მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენება მართლმსაჯულებასთან ერთად და როგორ გაფართოვდეს არეალი, სადაც ფუნქციონირებს მედიაციის ინსტრუმენტები.

 

„მედიაციის წარმატებულ საქმიანობაზე დამოკიდებულია სწრაფად და ეფექტიანად იმ დავების გადაწყვეტა, რომელიც მოქალაქეთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესებისა და უფლებების დაკმაყოფილებას შეიძლება მოიაზრებდეს. ჩვენი კომიტეტი მუდმივად დაინტერესებულია  მედიაციის ფარგლებში მიმდინარე პროცესებით, მათი აქტივობებით .  გავცვალეთ მოსაზრებები და შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობის  გეგმებზე“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი   თქმით, მომავალში რამდენიმე პროექტის განხორციელება ერთობლივად დაიწყება.




კომენტარები:

ფართი შოპი