თამარ გაბუნია - ჟანგბადით მომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრიდან დგას და ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩართული არიან, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა

25 Aug 2021 15:44

ჟანგბადის მომარაგების პრობლემა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვეში იდგა და ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩართული არიან, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ჟანგბადის მიწოდების ჯაჭვი კომპლექსურია და ადგილობრივის გარდა მათი შემოტანა საზღვარგარეთიდანაც ხდება.


„ჟანგბადით მომარაგების პრობლემა დგას ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბრის თვიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულები იმაში, რომ კლინიკებმა დროულად მიიღონ ჟანგბადის საჭირო რაოდენობა. მოწოდების ჯაჭვი არის ძალიან კომპლექსური, საზღვარგარეთიდან შემოდის ნაწილი, ნაწილი ადგილზე არსებული ქარხნებიდან გამომუშავდება. რიგ შემთხვევაში, შეიძლება მოგვიხდეს კლინიკებს შორის გადანაწილება, ანუ კლინიკამ, რომელსაც აქვს მარაგი დაეხმაროს მეორე კლინიკას. ეს არის ძალიან რთული ლოჯისტიკა, რომელიც იმართება ჯერჯერობით. იმის პრობლემა, რომ რომელიმე კლინიკა კრიტიკული საჭიროების წინაშე დადგეს, დღეს ნამდვილად არ არის, თუმცა ლოჯისტიკური მართვის მექანიზმი არის ძალიან რთული,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი