პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი მისი ოჯახის წევრებზე, დედაზე და დეიდაზე განხორციელებულ ზეწოლაზე: „ამგვარი საქციელი ჩემი აზრით უღირსი საქციელია და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, მათ ეშინიათ ჩვენი აქტიურობის“

25 Aug 2021 18:28

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი უშუალოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ზეწოლის განმახორციელებელ პირსაც - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორსაც ასახელებს.

 

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არის შემთხვევები ჩვენი პარტიის აქტივისტების ზეწოლასთან დაკავშირებით. კონკრეტული შემთხვევა განხორციელდა ჩემი ოჯახის წევრების - დედის და დეიდის მიმართაც.  ისინი მუშაობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და დაიბარეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში და მოსთხოვეს განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა. ამგვარი საქციელი ჩემი აზრით უღირსი საქციელია და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, მათ ეშინიათ ჩვენი აქტიურობის.“ - ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი. 


„მინდა მივმართო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, რომ აღნიშნული მეთოდებით ბრძოლა მოძველებულია და შეიცვალოს მეთოდები.“ - აცხადებს თათოშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი