გახარიას მხარდამჭერი ნინო ხუციშვილი: „ჩემი ძმა პოლიციაში დაიბარეს, უჩივიან ფეისბუქის კომენტარზე და ისიც ვერ აჩვენეს. ჩემი ძმა ასეთი აბსურდული ბრალდებით დააკავეს 2012 წელსაც - სადაც მასპინძლის ერთ-ერთი მეზობელი უჩიოდა, რომ თურმე თამადობის ხმით წუხდებოდა“

25 Aug 2021 19:03

პარტია „ქართული ოცნების“ ყვარლის ფრაქციის ხელმძღვანელი, ნინო ხუციშვილი,რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას აქტიური მხარდამჭერია - მისი ოჯახის წევრების მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს.

„გვქონდა ინფორმაცია ჩვენი წყაროს მხრიდან, რომ ჩვენი ოჯახის წევრზე - კონკრეტულად ჩემ ძმაზე იგეგმებოდა პოლიციის მხრიდან დაშინების მიზნით პროვოკაცია. ჩვენ ცხადია მივიღეთ ზომები და უფრო ფრთხილად ვიყავით, რომ ის მარტო არ ყოფილიყო, მანქანით ღამე არ გადაადგილებულიყო და ა.შ. მას დაუკავშირდა ერთ-ერთი ინსპექტორ-გამომძიებელი და უთხრა რომ პოლიციაში უნდა გამოცხადებულიყო. 


ცხადია გამოცხადდა პოლიციაში და იქ უთხრეს, რომ მას უჩივლეს -  მომჩივანი იყო ის ადამიანი, რომელიც მას პირად შეურაცხყოფას ედავებოდა ფეისბუქის ერთ-ერთ კომენტარში, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა და მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ჩემმა ძმამ მოითხოვა ამ ფაქტის წარდგენა - ფაქტი ვერ წარადგინეს, რის შემდეგაც ის გამოუშვეს პოლიციიდან.“ - ამბობს ხუციშვილი.


ნინო ხუციშვილი აღნიშნავს, რომ მისი ძმა, რომელის დაშინებაც პოლიციამ ასეთი ბრალდების წარდგენით სცადა, ასეთივე შეთხზული ბრალდებით 2012 წელსაც დააკავა ნაციონალურმა მოძრაობამ.

„მინდა აუცილებლად დავამატო, რომ იგივე მეთოდებით ჩემი ძმა 2012 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ დააკავა. ეს იყო ყოვლად მიუღებელი მეთოდები მაშინ და დღეს იგივე მეთოდებით ებრძვიან გახარიას გუნდის მხარდამჭერებს - ჩვენ გიორგი გახარიას გუნდის აქტიური მხარდამჭერები ვართ. ჩემი ძმა ზუსტად ასეთი აბსურდული ბრალდებით დააკავეს 2012 წელს - თამადობის ბრალდებით, სადაც მასპინძლის ერთ-ერთი მეზობელი უჩიოდა, რომ თურმე თამადობის ხმით წუხდებოდა. 


მაშინ ჩემი ძმა სპეცოპერაციით დააკავეს - უხეში მეთოდებით შევარდნენ, დააგდეს იატაკზე, დაადეს ბორკილები და აღმოჩნდა რომ ბრალდება იყო ის, რომ მისი თამადობით გამოწვეული ხმაური აწუხებდა მეზობელს. 

და ახლაც ასეთი ძალიან აბსურდული მეთოდებით ცდილობენ დაშინებას“ - ამბობს ხუციშვილი.
 
ქართული ოცნების ყვარლის ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების მიერ ასეთი მეთოდები ახლაც ზუსტად ისევეა მიუღებელი, როგორც ეს 2012 წელს იყო მიუღებელი როდესაც მათ ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა.

„ეს ჩვენ პირდაპირ დაშინებად მივიღეთ და ეს დაშინებაა - იმიტომ რომ მსგავსი აქამდე არ მომხდარა ვიდრე ჩვენ გახარიას მხარდაჭერას ფეისბუქის საშუალებით არ გამოვხატავდით. 


ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. 

მე 4 წელია წარმოვადგენ „ქართული ოცნების“ ფრაქციას, ფრაქციის თავჯდომარე გახლავართ. მე 2012 წელსაც ზუსტად აი ასე ამ უსამართლობის წინააღმდე ვიბრძოდი მეც და ჩემი ოჯახიც უამრავ გულმხურვალე მხარდამჭერთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ის, რაც მაშინ იყო მიუღებელი - იგივე მეთოდებია დღეს, იგივე რელსებზე არიან გადასულები და ეს ახლაც მიუღებელია და იმ ღირებულებებისთვის არ მიბრძოლია რაც დღეს მივიღეთ.“- ამბობს ნინო ხუციშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი