„მიუღებელია ისეთი პოლიტიკური ფიგურის, როგორიც ღარიბაშვილია რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფნა, არათუ პრემიერ-მინისტრობა“ - გიგა ბოკერია

25 Aug 2021 19:36

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისტორიული მისიის ნაწილია, ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ამ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვერ ვიქნებით.


 „მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი არის კატასტროფა ქვეყნისთვის და ამიტომ არის საჭირო, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ არჩევნებზე და ვაიძულოთ ისინი, ეს სამარცხვინო და სახიფათო რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად იქნას გასტუმრებული, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისტორიული მისიის ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვერ ვიქნებით ივანიშვილის ხელიფულებაში ყოფნის პირობებში ეს არის შეუძლებელი ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მისი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ეს შესაძლებლობა გვაქვს ოქტომბერში თვითმართველობის არჩევნებზე და ეს უნდა იყოს პასუხი საზოგადოების მხრიდან მათ ყველა უტიფარ განცხადებაზე.“- განაცხადა ბოკერიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი