საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 79 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5611 პირი.
გუშინ საქართველოში 43 653 ტესტი ჩატარდა.
წყარო: " ინტერპრესნიუსი"