იენს სტოლტენბერგი - ქაბულის აეროპორტს ტერორისტული თავდასხმის არა თეორიული, არამედ რეალური საფრთხე ემუქრება

26 Aug 2021 13:29

ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ყოველ დღე იზრდება, აეროპორტს არა თეორიული, არამედ რეალური საფრთხე ემუქრება, - Financial Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


„ერთი მხრივ, გვსურს, უფრო მეტი დრო გვქონდეს, რათა მაქსიმალური რაოდენობის ხალხი გავიყვანოთ. ამასთანავე, თუ 31 აგვისტოს შემდეგ დავრჩებით, განსაკუთრებით თუ არ გვექნება „თალიბანის“ სულ მცირე უსიტყვო თანხმობა, თავდასხმების რისკი გაიზრდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


ცნობისათვის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა მოქალაქეებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი რისკის გამო, ქაბულის აეროპორტისა და მიმდინარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.




კომენტარები:

ფართი შოპი