იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის" მიერ ჩატარებულ კვლევებზე - კარგი ზღაპარია, როცა გჯერა, რომ იგებ, მაშინ, როცა ამის არანაირი ნიშნები არ გაქვს

26 Aug 2021 14:19

კარგი ზღაპარია, როცა გჯერა, რომ იგებ, მაშინ, როცა ამის არანაირი ნიშნები არ გაქვს,- ასე ეხმაურება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ შიდაპარტიულ კვლევებს.



იაგო ხვიჩიას თქმით, კვლევები, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მანამდე "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა, ნდობას არ იმსახურებს, რადგან ისინი სინამდვილეს არ ასახავს.


"მე მინდა მივულოცო ლიდერობა "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციაში. კარგი ზღაპარია, როცა გჯერა, რომ იგებ მაშინ, როცა ამის არანაირი ნიშნები არ გაქვს თვალხილული, მაგრამ რადგან ასე გჯერა, რომ იგებ და ეს სიამოვნებას განიჭებს, მინდა, მივულოცო ჩემს კოლეგებს ასეთი დიდი სიამოვნება.


"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კვლევები გვაჩვენებს, რომ არ შეიძლება ვენდოთ პარტიულ კვლევებს და სერიოზულად ვილაპარაკოთ მასზე, თუ გვინდა ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია რეალური მდგომარეობის შესახებ",- განაცხადა ხვიჩიამ.


ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოთხი ქალაქიდან ორში, თელავსა და რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები.




კომენტარები:

ფართი შოპი