გიორგი ვაშაძე - წარმოუდგენელია ჩემთვის იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ რომ გინდა თუ არა ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე

26 Aug 2021 15:49

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყურადღებას არჩევნების 2-3 კვირით გადავადების შესაძლებლობაზე ამახვილებს. როგორც ვაშაძე აცხადებს, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენაა. 


ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, აღნიშნულ საკითხზე საერთო მსჯელობის დაწყება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.


„ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ჩვენი პარტნიორი პარტიები, მზად ვართ და რათქმაუნდა აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების 2-3 კვირით გადადება ან ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ გვიღირს და არ არის ჩვენთვის საპირწონე იმის, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ და რაღაცა ჯიუტად ვამტკიცოთ, კუნთები ბატი-ბუტებივით გამოვაჩინოთ და ვაჩვენოთ ხალხს რაღაცა, აი რა მაგრები ვართ და ხელი ვიშვიროთ სხვისკენ.


მეგობრებო, ხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი. დღეს არის უმძიმესი ვითარება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, საზოგადოებას პირველ რიგში - დიცავით წესები. 


კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებასაც და ყველა პოლიტიკურ ძალას - დავსხდეთ და როგორც სახალხო დამცველმა თქვა და ბევრმა დამოუკიდებელმა პირმა, დავიწყოთ მსჯელობა არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველდღიურად ჩვენი აქტიურობა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. 


მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, 2-3 კვირა იყოს გადამწყვეტი ამ ვითარებაში არჩევნების კუთხით და ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ ამას. ყოველდღიურად მეტიდამეტი ადამიანი კვდება სამწუხაროდ და გაცილებით უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ძალაუფლება არის ხალხისთვის, ადამიანებისთვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ უბრალოდ თანამდებობა დაიკავოს. 


აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ - რეგულაციები, რომელიც უნდა დავიცვათ ყველამ - ყველას გთხოვთ პირბადეები გავიკეთოთ, ვაქცინაცია რათქმაუნდა, უნდა დავეხმაროთ ექიმებს. გადატვირთულია სამედიცინო დაწესებულებები, მაგრამ ლოგიკური აზრი და გონი არ უნდა დავკარგოთ ამ მძიმე ვითარების დროს. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვიმსჯელოთ, ხომ არ ღირს 2-3 კვირით უბრალოდ გადაწევა არჩევნების, იმისათვის რომ დავასტაბილუროთ, თუნდაც გასული წლის მონაცემებზე დავიდეს პანდემიის პირობები და შემდგომ ჩავატაროთ არჩევნები. აქ იმაზე არ არის საუბარი ვის სურს - ვის არ სურს, გვეჩქარება თუ არ გვეჩქარება ხელისუფლების ცვლილება. 


ასეთი ხელისუფლების ცვლილება ნამდვილად ყველას გვეჩქარება, მაგრამ მნიშვნელოვანია წინ დავაყენოთ ადამიანის, მოქალაქის ინტერესი, ადამიანის სიცოცხლე  უპირველეს ყოვლისა და შემდგომ უკვე გვქონდეს საუბარი იმაზე თუ, რომელ დღეს გაიმართება კონკრეტულად არჩევნები, 2-3 კვირა ნამდვილად არაფერს არ წყვეტს“ - გიორგი ვაშაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი