„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს სპორტის განვითარების პროგრამა წარუდგინა

26 Aug 2021 18:25

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს  სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.  


“ ახალგაზრდებს წარვუდგინე ჩვენი პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. სპორტი გახდება ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის; ვგეგმავთ სპორტული მოედნების და კლუბების რეაბილიტაციას; მწვრთნელებს ექნებათ მეტი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან; მოეწყობა ახალი სარეკრეაციო სივრცეები; მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;


ახალგაზრდებს დავეხმარებით ინოვაციური სტარტაპ პროექტების განხორციელებაში. ახალი თაობა უფრო მეტად იქნება ჩართული ადგილობრივი მმართველობის პროცესში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.


შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი