პრემიერ-მინისტრმა ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა

26 Aug 2021 19:39

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.


სასულიერო პირებმა პრემიერ მინისტრს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა ჩხოროწყუში კულტურის სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტენდერი დაუყოვნებლივ გამოცხადდება. ჩხოროწყუს კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 5,5 მილიონი ლარით დააფინანსებს.




კომენტარები:

ფართი შოპი