ბადრი ჯაფარიძე - "საქართველომ უნდა მიიღოს მაკრო ეკონომიკური დახმარების შემდეგი ტრანში 75 მილიონი ევრო, სექტემბრის ბოლოს და დიდი ეჭვი მაქვს შეფერხდება ეს დახმარება

26 Aug 2021 21:56

რასაც აკეთება "ქართული ოცნება" და საზოგადოდ ის პრობლემები რაც "ქართულმა ოცნებამ " შეუქმნა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში აფერხებს და ასევე აფერხებს ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გადალახვის პროცესის დაწყებას. " - ბადრი ჯაფარიძე


ბრიუსელთან საუბრისას დღეს, განვიხილეთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" ნაბიჯები ანგრევს არა მხოლოდ "ოცნებას" როგორც პოლიტიკურ ძალას, არამედ ჩვენს ქვეყანას უქმნის პრობლემებს. საქართველომ უნდა მიიღოს მაკრო ეკონომიკური დახმარების შემდეგი ტრანში სექტემბრის ბოლოს და დიდი ეჭვი მაქვს შეფერხდება ეს დახმარება, რადგან ამ დახმარების მისაღებად საჭირო იყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და სასამართლო სისტემის რეფორმირება. 


ეს შეთანხმება ბრიუსელთან იყო შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებამდე სადაც "ქართულმა ოცნებამ" და საქართველოს მთავრობამ აიღეს ვალდებულება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და ეს ვალდებულება შესრულებული არ არის. 


ეს დახმარება რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება, ეს არ არის მხოლოდ 75 მილიონი ევრო, ეს არის სიგნალი გარესამყაროსადმი, რომ საქართველოში ცუდად მიდის მოვლენები და ეს სიგნალია იმისა რომ ინვესტიციები თუ კი რაიმე შეიძლება შემოსულიყო ამ პერიოდში მასაც შეაფერხებს ამიტომ "ქართული ოცნება" გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობის კეთილდღეობას ამ უმწვავესი პანდემიური გამოწვევებოს დროს.


კომენტარები:

ფართი შოპი