ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

26 Jun 2018 08:45

ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა. 


კითხვაზე, ემუქრება თუ არა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე, ნიკა ქარცივაძე პასუხობს, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. მისივე განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.


„ოპერაცია დასრულდა. ჩაგვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. მკურნალობა გაგრძელდება რეანიმაციის განყოფილებაში. ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით დასკვნების გაკეთება ნაადრევია“, - განცხადა ნიკა ქარცივაძემ. 


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი