1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

26 Jun 2018 09:08

1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 36 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი