"საოცრება მოხდა... 2 წლის წინ, ამ დროს დაიწყო ეს ჯოჯოხეთი და დღეს სრულიად ჯანმრთელია - ასე უთხრეს ექიმებმა" - ხათუნა ჟორდანიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა

27 Aug 2021 12:59

სამ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას აჩი­ბა­დე­ნის კლი­ნი­კა­ში, ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ უთხრეს, რომ სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია.


ის მე­უღ­ლეს­თან, ზურა ხა­ჩი­ძეს­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში გეგ­მი­ურ კვლე­ვებ­ზე ორი დღის წინ გა­ემ­გზავ­რა. მა­ნამ­დე იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სამი წელი.


"ჩემი პი­რა­დი მზე, მე შენ დაგ­პირ­დი და ახ­ლაც გი­მე­ო­რებ, არ­საც გა­გიშ­ვებ კი­დევ 100 წელი. 

ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა, ღმერ­თმა შენი სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა. მიყ­ვარ­ხარ.


სამი წელი ამ დღეს ვე­ლო­დე­ბო­დი, მხო­ლოდ ამ დღით ვცხოვ­რობ­დი და მად­ლო­ბა ღმერ­თს რომ ეს დღეც მო­ვი­და. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფერს მო­ე­რე­ვა და მთებს გა­დად­გამს...." - წერს ნინი ქარ­სე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.



"მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის! მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც ხა­თუ­ნა­ზე ლო­ცუ­ლობ­დით და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დით! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს ხა­თუ­ნას და უფ­ლის წყა­ლო­ბით გა­მოვ­ძვე­რით!... “ - ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ზურა ხა­ჩი­ძეა. მე­უღ­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გობ­რე­ბის­თვის სტა­ტუ­სი და­წე­რა.


გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მელ­საც ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია წლე­ბი ელოდ,ა მე­გობ­რე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ულო­ცა­ვენ.


"სა­ოც­რე­ბა მოხ­და... 2 წლის წინ, ზუს­ტად ამ დროს, და­ი­წყო ეს ჯო­ჯო­ხე­თი და დღეს, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ხარ - ასე უთხრეს ექი­მებ­მა" - წერს ხა­თუ­ნას მე­გო­ბა­რი ქეთი ქურ­დო­ვა­ნი­ძე.


ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე 2019 წელს და­უ­დას­ტურ­და. ქალი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს ის­რა­ელ­ში იტა­რებ­და. გა­ზა­ფხულ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უმ­ხი­ლა, რომ მისი ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხე­ბი კარ­გია და მე­ტას­ტა­ზე­ბი აღარ ვრცელ­დე­ბო­და.


“თურ­ქეთ­ში ვი­წყებ მკურ­ნა­ლო­ბის მე­ო­რე ეტაპს. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩემ­ზე დარ­დობს, ვინც მკი­თხუ­ლობს, მინ­და ვუ­თხრა, რომ მაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ანა­ლი­ზე­ბი, კარ­გად მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, მთა­ვა­რი რაც არის - მე­ტას­ტა­ზე­ბი არ არის არ­სად წა­სუ­ლი და ახლა იწყე­ბა მე­ო­რე ეტა­პი ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის.“ - ამ­ბობ­და ხა­თუ­ნა.


რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ხა­თუ­ნამ თურ­ქეთ­ში სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­ი­ტა­რა და მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.




კომენტარები:

ფართი შოპი