სალომე ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს

27 Aug 2021 13:37

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქაბულის აეროპორტზე მომხდარ თავდასხმას გმობს.

ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს


„მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს. ვლოცულობ იმ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ევაკუაციის პროცესის მხარდაჭერაში და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს,“- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერში“.


შეგახსენებთ, გუშინ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები მოხდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 90-მდე ადამიანის, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედროს, სიცოცხლე ემსხვერპლა.




კომენტარები:

ფართი შოპი