ეკატერინე ტიკარაძე ტრანსპორტის აღდგენაზე - ამ ეტაპზე ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ დადებითი პასუხი გითხრათ

27 Aug 2021 13:45

ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას იმის შესახებ, აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან.


როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.


რაც შეეხება სკოლებისა და ბაღების გახსნას, მინისტრის განმარტებით, „როგორც მერია, ასევე განათლების სამინისტრო, აქტიურადაა ჩართული პროცესში, რათა უსაფრთხო ბაღი და უსაფრთხო სკოლა დაიწყოს“.




კომენტარები:

ფართი შოპი