ახლა ვემზადებით, რომ მორიგ ჯერზე, მორიგ არჩევნებში გავიმარჯვოთ ღირსეულად და დამაჯერებლად, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათასობით და ასი ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, რომელთა გვერდში დგომით შესაძლებელი გახდა ჩვენი პარტიის, ჩვენი დიდი ოჯახის გამარჯვება 7 არჩევნებში. ახლა ვემზადებით, რომ მორიგ ჯერზე, მორიგ არჩევნებში გავიმარჯვოთ ასევე ღირსეულად, დამაჯერებლად და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება.
ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით პირველი პრეზიდენტის, სამააყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, მოვინახულეთ სოფელ ხიბულაში მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები დაჰყო ჩენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა.
ზვიად გამსახურდია გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი იყო, რომელაც თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყანაში დამუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას.
ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, ჩვენი, ყველას ბრალია.
ჩვენი ხალხის ბრალია, ჩემი ბრალია, ვინც ვერ დავიცავით მაშინდელი პირველი პრეზიდენტი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხევევა გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, არ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა, აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ იმ დროს პოლიტიკოსებისა და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ვერ დაელოდა მომდევნო არჩევნებს და სწორედ მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა.
აი, ეს არის მწარე გამოცდილება, მწარე გაკვეთილი, რომელიც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დღესაც გვჭირდება მეგობრებო ამ ტრაგედიის კარგად გააზრება. ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, სულ რაღაც 2-3 წლის წინ მცდელობა იყო ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხლისუფლების დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ დღეს ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა.
იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.