პრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა

27 Aug 2021 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავასთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს ეწვია.


მთავრობის მეთაურმა პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. ფონდ “ქართუს” დაფინანსებითვე,


სახლ-მუზეუმის მიმდებარედ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სამრევლო სკოლა აშენდა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი