„ქართული ოცნების პასუხი ესტონეთის დახმარების სურვილზე არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიგვაქანებს რუსული ორბიტისკენ“ - ლაშა დამენია

27 Aug 2021 15:01

„როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა გთავაზობს დახმარებას გაწევრიანებაში და შენ ამას აიგნორებ ეს არის ისევ ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველო მიექანება რუსულ ორბიტაზე“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ლაშა დამენიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


„იმ პირობებში, როდესაც ესტონეთი არის ერთ-ერთი ის მთავარი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის და ჩვენი მთავრობისგან ისმის ამგვარი განცხადებები, რომ ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფაქტიურად არ არის იმ ინტერესში რასაც ქვია ევროკავშირში გაწევრიანება და როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა გთავაზობს დახმარებას გაწევრიანებაში და შენ ამას აიგნორებ ეს არის ისევ ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველო მიექანება რუსულ ორბიტაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ყველაფრის შესაცვლელად.“ - განაცხადა დამენიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი