საქართველოში ჯამში 1 095 069 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%

27 Aug 2021 15:20

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აგვისტოს მონაცემებით, სულ 1 095 069 აცრა ჩატარდა.


მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%, სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.


როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, 26 აგვისტოს 26 418 ადამიანი აიცრა.


წყარო:  " ინტერპრესნიუსი"



კომენტარები:

ფართი შოპი