პაატა მანჯგალაძე - ეს არის უსინდისო მანიპულაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ მზად არ ვართ არჩევნებისთვის

27 Aug 2021 15:42

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი პაატა მანჯგალაძე განმარტავს “ქართული ოცნების” ქმედებას და მას “უსინდისო მანიპულაციას უწოდებს’’. ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებს გარკვევით განუმარტა არჩევნების გადადების რეალური მიზეზი.


‘’რაც შეეხება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ეს არის უსინდისო მანიპულაცია “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ თითქოს მზად არ ვართ არჩევნებისთვის. ჩვენი მთავარი მოტივაცია არჩევნების გადადების იყო, რომ - იზრდება ინფიცირების რაოდენობა, იზრდება გარდაცვლილების რაოდენობა და ვინაიდან ქვეყანაში დაბალია ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა სამი კვირით მაინც გადაგვედო არჩევნები, რადგან მილიონზე მაინც გასულიყო ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვი.


ამის შემდეგ შედარებით მარტივი იქნებოდა არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება’’ - პაატა მანჯგალაძე


კომენტარები:

ფართი შოპი