„ეს განცხადება არის ფარისევლობა და სითავხედე საკუთარი მოქალაქეების და ისტორიის წინაშე“ - გიორგი ნონიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

27 Aug 2021 17:16

„საკუთარ თავს ერთის მხრივ ადარებს და პარალელს ავლებს გამსახურდიას ხელისუფლებასთან და მეორე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის პარალელს ავლებს 20 ივნისთან, როდესაც ამ ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე და ახლა უტიფრად გვეუბნება“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ და საერთო ოპოზიციური ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.


„ღარიბაშვილის ეს განცხადება არის სრული ფარისევლობა, საკუთარ თავს ერთის მხრივ ადარებს და პარალელს ავლებს გამსახურდიას ხელისუფლებასთან და მეორე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის პარალელს ავლებს 20 ივნისთან, როდესაც ამ ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე და ახლა უტიფრად გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ლეგიტიმური იყო იმიტომ, რომ 20 ივნისს თურმე ადამიანები, რომლებსაც თვალები დათხარეს აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის, ამიტომ ეს განცხადება არის ფარისევრობა და სითავხედე საკუთარი მოქალაქეების წინაშე და ისტორიის წინაშე.“ - განაცხადა ნონიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი