" ღორი, გამყიდველი და საკუთარი ინტერესების გამო ყველაფერზე წამსვლელი. ასეთი ადამიანები საშიშები არიან"-ირინა სარიშვილი

26 Jun 2018 09:33

"ამ გნიასში, ტუჩებში ქრისტიანულად გაკეთებაში, განაწყენებული მონის წუწუნში, წყენის გამო უნებურად ამოთქმულ "სიმართლეებში",  განზე დაგვრჩა ყველაზე მთავარი – ადამიანის ერთი სრულიად ამაზრზენი და სამწუხაროდ დღეს ძალიან აქტუალური თვისება – გარემოებათა გამო თავდაუზოგავი გინება, შეურაცხყოფა იმის, ვინც გვერდით მანამდე გედგა და შენც მის გვერდით იყავი, არა აქვს მნიშვნელობა რითი – ფულით, სიტყვით, რაიმე სხვა მოქმედებით. 


ეს რაღაც კრებითია და მეტია ვიდრე უმადურობა, ღორობა – და ამიტომ უმჯობესია ამ თვისებას უღირსებობა ვუწოდოთ. 

 

პირად ცხოვრებაშიც და საქმეშიც შესაძლოა შენს მეგობართან თუ პარტნიორთან გზები გაიყოს, შეიძლება ნაწყენიც იყო, თუნდაც სამართლიანად, მაგრამ გზების გაყოფის შემდეგ ამ ადამიანის გინება ამაზრზენია, მით უმეტეს თუ შენ მისგან არც თუ ისე შორ წარსულში დავალებული ხარ, არა აქვს მნიშვნელობა რითი! აქ პოზიციების შეცვლაზე არაა ლაპარაკი ან ვთქვათ პირად ცხოვრებაში გრძნობების ცვლილებაზე – აქ მთავარია ისაა თუ როგორ გამოხატავ ამას და რამდენად შეგიძლია სხვას თუ ვერა საკუთარ თავს მაინც სცე პატივი და არ თქვა იმ ადამიანზე ის, რაც ადრეც იცოდი და ყურადღებას არ აქცევდი, არ ილაპარაკო იმაზე რაც შენ როგორც პარტნიორს გაგანდეს. აქ სინანულის უნარზეც აღარაა საუბარი – უბრალოდ თქვა ეხლა რასაც ფიქრობ, დაასახელო მიზეზი და ამაზე გაჩერდე. რატომ? იმიტომ რომ არ იყო ღორი, გამყიდველი და საკუთარი ინტერესების გამო ყველაფერზე წამსვლელი. ასეთი ადამიანები საშიშები არიან და ბევრი ზიანი მოაქვთ საზოგადოებისთვის და ამის თვალსაჩინო მაგალითები უახლეს წარსულში, რაღა წარსულში – დღეს, მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ გვაქვს. 

 

ეს არც ორმაგი სტანდარტებია, არც მხოლოდ ღორობა, არც უბრალოდ უმადურობა. ეს არც შეცდომაა ან თუნდაც დანაშაული – ეს თვისებაა – უღირსებობა  და ამიტომ, სწორედ ამიტომ მე პირადად ადამიანს დიდი ხანია მისი ადამიანური თვისებებით ვაფასებ და არა მისი პოზიციით.”


კომენტარები:

ფართი შოპი