კელი დეგნანი - მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს და მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მიმავალ ჰუმანიტარულ ფრენებს

27 Aug 2021 18:26

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მიმავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საბრძოლო მომზადების ცენტრში განაცხადა, სადაც ის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) დახურვის ცერემონიალს დაესწრო.


აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომით და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში.


„აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი