კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დააზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა დაწყებულია

27 Aug 2021 20:17

 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. 27აგვისტოს 16:00 საათის მონაცემებით,  სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1,700-ზე მეტი შეტყობინება დაზიანებული ფართობი1,200 ჰექტარზე მეტს შეადგენს. 


აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შეტყობინებები ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501. 


პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები. შეტყობინებების მიღების პროცესის პარალელურად, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.


იმის გათვალისწინებით რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და, მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ყურძნის კრეფის  პროცესი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლამდე, მევენახე ფერმერს შეუძლია აიღოს მოსავალი, რისთვისაც საჭიროა, შეტყობინება განახორციელდეს სადაზღვევო კომპანიაში და  გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება.




კომენტარები:

ფართი შოპი