"ვინც არ არის აცრილი, მოითხოვეთ აცრა, მიდით აცრის პუნქტებში, აიძულეთ მათ, რომ აგცრან - ვაიძულოთ, რომ შემოიტანონ კიდევ ვაქცინები" - სააკაშვილი

28 Aug 2021 12:28

სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კო­ვი­დით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის, ეს არის პირ­და­პი­რი შე­დე­გი კო­რუფ­ცი­ის, -ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.


მისი თქმით, ხალ­ხმა უნდა აი­ძუ­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­ი­ტა­ნონ.


„სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კო­ვი­დით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის. სა­შუ­ა­ლო მსოფ­ლიო მაჩ­ვე­ნე­ბელს ქარ­თუ­ლი მჩვე­ნე­ბე­ლი აღე­მა­ტე­ბა 14-ჯერ. 


მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნის მაჩ­ვე­ნე­ბელს აღე­მა­ტე­ბა თით­ქმის 30-ჯერ. ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 30-ჯერ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა­ში და 14-ჯერ უფრო მეტი კვდე­ბა, ვიდ­რე მსოფ­ლი­ო­ში.


ეს არის პირ­და­პი­რი შე­დე­გი კო­რუფ­ცი­ის, ის თან­ხე­ბი,რაც აი­ღეს მათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით,13% და­ი­ხარ­ჯა მხო­ლოდ კო­ვი­დის უშუ­ა­ლოდ აღ­კვე­თა­ზე, და­ნარ­ჩე­ნი ჩა­ი­ჯი­ბეს, მო­ი­პა­რეს. მათ და­იგ­ვი­ა­ნეს ვაქ­ცი­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა, ამე­რი­კე­ლებ­მა ძა­ლით შე­ტე­ნეს ვაქ­ცი­ნე­ბი, ესე­ნი რომ მკვლე­ლე­ბი არი­ან, ეს ეჭვს არ იწ­ვევს ჩემ­ში.


მე მინ­და, ვთხო­ვო თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც არ არის აც­რი­ლი, მო­ი­თხო­ვეთ აცრა, მი­დით აც­რის პუნ­ქტებ­ში,აი­ძუ­ლეთ მათ, რომ აგცრან, ეს არის ერ­თა­დერ­თი შან­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის. ჩვენ ისე­დაც ვართ პა­ტა­რა ერი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად და უფრო მეტი გა­ნად­გურ­და უკვე კო­ვი­დის მიერ, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ ომში გა­ნად­გურ­და იგი­ვე პე­რი­ოდ­ში.


ვა­ი­ძუ­ლოთ, რომ შე­მო­ი­ტა­ნონ კი­დევ ვაქ­ცი­ნე­ბი, ვა­ი­ძუ­ლოთ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად უმ­კურ­ნა­ლონ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს. თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბის გა­რე­შე უკვე არა­ფე­რი აღარ გა­მოგ­ვი­ვა.სა­ნამ რე­ფე­რენ­დუ­მი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ასე უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, მერე რე­ფე­რენ­დუმ­ზე ეს თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა გა­დავ­ზარ­დოთ იმა­ში, რომ ვა­ი­ძუ­ლოთ ისი­ნი, რომ ჩა­მო­შორ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.




კომენტარები:

ფართი შოპი