ავღანეთში აშშ-ის საელჩო - აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც აეროპორტის გასასვლელებთან იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია

28 Aug 2021 14:16

ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს. უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


„ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.


აქვე აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ აკონტროლონ მათ გარშემო ვითარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს, ადგილობრივ მედიას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდებს სოციალურ ქსელებში და საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა იქონიონ.




კომენტარები:

ფართი შოპი