ავღანეთში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს. უსაფრთოების რისკებიდან გამომდინარე შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ქაბულის აეროპორტში უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ აშშ-ის მოქალაქეებს, მოერიდონ აეროპორტის გასასვლელებს. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა იმყოფებიან სხვადასხვა გასასვლელებთან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია“, - წერია საელჩოს განცხადებაში.
აქვე აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევენ აკონტროლონ მათ გარშემო ვითარება, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, თვალყური ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს, ადგილობრივ მედიას, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდებს სოციალურ ქსელებში და საგანგებო სიტუაციებისთვის გეგმა იქონიონ.