"მამუკა ბახტაძე მაშინ მუშაობდა "ცენტრ პოინტში", როდესაც კომპანია ყველაზე წარმატებული იყო სამშენებლო სფეროში"- ნინო დარასელი

26 Jun 2018 09:59

„გუშინ გასულა რაღაც სიუჟეტი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ყოფილა იმაზე,რომ ახალი პრემიერი ძველად „ცენტრ პოინტში“ მუშაობდა.


კი მუშაობდა ნამდვილად, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ყველაზე წარმატებული იყო სამშენებლო სფეროში. რეგიონული სასტუმროების ქსელიც, პირველი საქართველოში, მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში გაკეთდა, ასე რომ, ვფიქრობ, ცპ-ს საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება. აი, რუსო და მაიას საქმის კიდევ უფრო ჩიხში შესაყვანად კი „მშვენიერი” მიზეზია.


საქმე ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს დასასრულს მიუახლოვდა. ახალი წლიდან მათ გათავისუფლებას ველოდით. საქართველოში ყველაზე ძლიერი სამშენებლო კომპანია უკვე დიდი ხანია მზადაა, ვალდებულებები დაასრულოს. ბინებს ელოდება ხალხი და ახლა შეიძლება შეშინდნენ რომ რუსოს და მაიას გამოსვლა ბახტაძის მოსვლას არ დაემთხვეს და კიდევ ჩატოვონ იქ???


აი, ახლა ხომ დგას სამშენებლო კომპანია და უცდის, როდის მისცემენ შენების უფლებას, აი, ასე უცდიდნენ 8 წელი ჩემები ყადაღების მოხსნას, მშენებლობის უფლებას… და ასე აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებულები, ყველაზე და ყველას მაგივრად „დამნაშავეები”.


როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ორი, 60 წელს გადაცილებული ქალის უაზრო პატიმრობა და მსგავსი მიზეზების გამო უკვე 8 წლის შეჩერებული მშენებლობა?


„ცენტრ პოინტში“ 18 000 ადამიანი მუშაობდა და ზოგი პრემიერი გახდება და ზოგიც შს მინისტრი და მაშინ იყოს ეს პრობლემა უვადოდ შეჩერებული?“


კომენტარები:

ფართი შოპი