ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ქალად სწორედ ის დარჩა – ნანუკა ჟორჟოლიანი

28 Aug 2021 15:41

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნანუკა ჯორჟოლიანი ემოციურ პოსტს აქვეყებს და ბავშვობის წლებს იხსენებს. 


“ბავშვობიდან მნიშვნელოვანი დღე იყო მარიამობა. 28 აგვისტოს საქარიქედში უნდა ჩასულიყო მარიამ მაჭავარიანის ოთხივე გოგო, 8 შვილიშვილით,11 შვილთაშვილით. 


ასეთი იყო მარიამობის მთავარი წესი, რომელიც ძალიან დიდ სანათესავოს ერთმანეთს გვახვედრებდა.


თბილისიდან ჩამოსული ნათესავები განსაკუთრებით მიხაროდნენ.მათგან,რაღაც სხვანაირი სიახლე ჩამოდიოდა სოფელში სადაც სამი თვე უკვე გატარებული მქონდა,ნანა და მარო ბებოსთან ერთად, რომელმაც 94 წლამდე იცოცხლა და გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მაინც მოახერხა ხაჭაპურის გაკეთება, რომელიც ყველს ვერასოდეს იტევდა.


ყველა ცრურწმენის ჯეროდა და ყოველ დღე ლოცულობდა. ერთ ქალზე იდგა მთელი  ოჯახი. 


კაცი ოჯახის წევრებიც კი თვალებში უყურებდნენ. ყველაფერი ისე იყო როგორც ის იტყოდა. 


ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ქალად სწორედ ის დარჩა. 


მისი მნიშვნელობის გამო დავარქვი მის პირველ შვილთაშვილს მარიამი.


საქარიქედში ვეღარ ვიკრიბებით, თუმცა ყველა ნათესავი რომელსაც იმ ეზოში ურბენია ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანია.


ყოველ ჯერზე, როცა ცუდად ვარ მამაჩემს ვურეკავ და ვეუბნები რომ საქარიქედში სახლი უნდა გავაკეთო. 


არცერთ ადგილთან იმხელა კავშირი არ მაქვს, როგორც ამ ეზოსთან, სადაც აუცილებლად შევიკრიბებით ნათესავები, რომელიღაც 28 აგვისტოს და დიასახლისი მე ვიქნები. მარიამობას გილოცავთ. – წერს ჟურნლისტი სოციალურ ქსელში.




კომენტარები:

ფართი შოპი