ბათუმში კორონავირუსის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა

28 Aug 2021 16:37

ბათუმში კორონავირუსის შედეგად დედა-შვილი გარდაიცვალა. ინფიცირებულები ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.


როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


"დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შემოიყვანეს, მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა, 10 დღის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდათ. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დედა 54 წლის, შვილი კი 31-ის იყო. დედა გუშინ დაიღუპა, შვილი დღეს",- აცხადებენ კლინიკაში.




კომენტარები:

ფართი შოპი