კარლ ჰარცელი - მადლობა საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში ძლიერი მხარდაჭერისთვის

28 Aug 2021 18:34

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ წერს.


„მადლობა საქართველოს ქაბულიდან საევაკუაციო ფრენებში ძლიერი მხარდაჭერისთვის, ამან საშუალება მისცა ევროკავშირის ქვეყნებს სწრაფად და უსაფრთხოდ მოეხდინათ თბილისის აეროპორტის საშუალებით ტრანზიტი“, - აღნიშნავს დიპლომატი.




კომენტარები:

ფართი შოპი