„თალიბანი“ აცხადებს, რომ ქაბულის აეროპორტის ნაწილი დაიკავა. „თალიბანის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, 28 აგვისტოს, აეროპორტიის ერთ-ერთ შესასვლელზე კონტროლი ამერიკელი სამხედროებიდან თალიბებზე გადავიდა.
ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელი ბილალ ქარიმი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტის სამი მნიშვნელოვანი ზონა დატოვეს, ის თალიბების კონტროლს ექვემდებარება და ამერიკელები ახლა მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილს აკონტროლებენ.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ პენტაგონში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი თქმით, აეროპორტის ტერიტორიაზე წვდომა და მისი მუშაობა კვლავ ამერიკელი სამხედროების ხელშია.
წყარო: " ინტერპრესნიუსი"