ოთარ შამუგია: „დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია; 3 საწარმო შეუფერხებლად იღებს დაზიანებულ მოსავალს”

28 Aug 2021 20:15

26 აგვისტოს, ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში, დაახლოებით 24 სოფელში, 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ „მოსავლის მართვის კომპანია" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახეების უპირველესი თხოვნა იყო, რომ სახელწიფო მათ დასეტყვილი ყურძენის ჩაბარებაში დახმარებოდა.


„დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია. ჩვენ გუშინვე გავხსენით 3 საწარმო ყვარელის, გურჯაანის და თელავის რაიონში, რომელიც შეუფერხებლად იღებს დასეტყვილ ყურძენს.  ფასი რქაწითელის შემთხევაში 80 თეთრია, ხოლო საფერავის - 1 ლარი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 


მინისტრის მოადგილის განცახდებით, ფართობები, სადაც 100 % -ით დაზიანებულია ვენახი და მოსავლის აღება ვერ ხდება, სახელმწიფოს გადაწვეტილებით, მევენახე ფერმერები 3000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ.  გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიასთან; 


კოორდინირებულად ხდება იმ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც დაზღვეულია, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ანაზღაურება.



კომენტარები:

ფართი შოპი