სწავლა მერხებთან თუ კომპიუტერებთან - სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირა რჩება

29 Aug 2021 16:18

სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირა რჩება, მაგრამ ათასობით მოსწავლემ და სტუდენტმა არ იცის, მისცემენ თუ არა სკოლასა და უნივერსიტეტში მისვლის უფლებას. 


არ არის გამორიცხული, სწავლა მხოლოდ იმ დაწესებულებებში დაიწყოს, სადაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ.


ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში პედაგოგების მხოლოდ 46 პროცენტია ვაქცინირებული. სპეციალისტების აზრით, კიდევ ერთი წელი დისტანციურ რეჟიმში სწავლის ხარისხს მკვეთრად გააუარესებს, მაგრამ თუ სკოლებში მოსწავლეები დისტანციას არ დაიცავენ და პირბადეს არ გაიკეთებენ ეპიდვითარება კიდევ უფრო საგანგაშო გახდება. ქვეყანაში ახლა ვირუსის ინდური შტამია გავრცელებული, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო სწორედ ბავშვებისთვისაა.


ექსპერტების თქმით, აუცილებელია სასწავლო პროცესი დაიწყოს, განათლების სისტემამ კი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს. 

პირველი, რაც უსაფრთხო გარემოში უნდა გაიხსნას, ეს არის სკოლა და რაც ყველაზე გვიან უნდა დაიკეტოს, ასევე არის სასწავლო დაწესებულება. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ღიაა - სავაჭრო ცენტრები, მოლები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები. ასეთ დროს, როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობაა, თუ დანაშაული არა, რომ მესამე წელია ამ გამოწვევის წინაშე , ამ პრობლემის წინაშე რომ ვდგავართ"- აცხადებს დავით ლაგვილავა. 






კომენტარები:

ფართი შოპი