ბადრი ჯაფარიძე - თბილისს ვთავაზობთ გამორჩეულ პროფესიონალებს

29 Aug 2021 17:32

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ადამიანები „ლელოს“ გამორჩეული ლიდერები არიან, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლაში ჩაერთვებიან.


„ლელო-საქართველოსთვის“ დღეს თბილისში ათივე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს. ესენი არიან „ლელო-საქართველოსთვს“ გამორჩეული ლიდერები. 


ისინი ერთვებიან ამ ბრძოლაში სწორედ იმ მიზნით, რომ თბილისს, მის მმართველობას ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ და 2 ოქტომბრის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, თბილისში და ასევე, ყველა ადგილობრივი მმართველობით ორგანოებში შეწყდეს ერთპარტიული მმართველობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და ჩვენ მივაღწიოთ სტაბილურობას, კოალიციურ მმართველობას, იმას, რომ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ქალაქები კრიზისიდან. ამ შემთხვევაში, თბილისს ვთავაზობთ გამორჩეულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თბილისის განვითარებაში და იმ მდგომარეობიდან გამოყვანაში, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი“,-განაცხადა ჯაფარიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი