პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ წარდგენისას განაცხადა, ეს არის გამორჩეული გუნდი, რომელიც ათივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
თბილისის სხვადასხვა რაიონში „ლელო საქართველოდან“ მაჟორიტარი კანდიდატები არიან:
საბა ბუაძე - მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
მედეა მეტრეველი - ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
თაზო დათუნაშვილი - კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ვახტანგ (ვატო) სურგულაძე - საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ლანა გალდავა - ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
დიმიტრი აბაშიძე - დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
გულიკო ზუმბაძე - სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
კახა ჟღენტი - ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
თამარ ადამია-გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.