"სტრატეგია აღმაშენებელში" ადასტურებენ, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას "მესამე ძალა" გრიგოლ ვაშაძე უერთდება

29 Aug 2021 23:01

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას "მესამე ძალა" „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უერთდება.


როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია 30 აგვისტოს, 21:00 საათზე გაიმართება.


როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლის წინაშე განახლებული კონფიგურაციითა და შემადგენლობით წარსდგება.


„ნამდვილად იქნება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემოუერთდა „მესამე ძალის“ გუნდს და ხვალინდელ პრეზენტაციაზე ისიც იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი