"მაპატიეთ ვინმეს ხასიათი თუ გაგიფუჭეთ, მაგრამ არაფერი ჩვენ არ გვეშველება!!!"-მელორ ვაჩნაძე

26 Jun 2018 12:57

„მეცინება თან გული მწყდება, მაგრამ მაინც დავწერ.

არ ვუკარგავ რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს კარგ თამაშს და იღბალსაც… რა თქმა უნდა საკუთარ მოედანზე მოეთხოვებათ კიდეც კარგი თამაში. ან იპოვიან ფეხბურთელებს, მწვრთვნელს ჩაჩეხილს სასტუმროს ნომერში!!! საკმარისია გაიხსენოთ სოჭის ოლიმპიადაზე არ ანთებული რგოლის ორგანიზატორი…)

მე ჩვენი ხალხის გამკვირვებია.

ისეთ ადგილას ვიყავი და ვუყურე რუსეთის თამაშს, სადაც 50+ თაობა ჭარბობდა და უცებ ავტოგოლზე თავი საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში მეგონა.

ეს ოვაციები, ემოცია და ნოსტალგია, თითქოს თბილისის „დინამო“ 1981 წლის ფინალს თამაშობდა და დიქტორი ცხონებული კოტე მახარაძე ყოფილიყო…

სამი გოლი მოვითმინე, მაინც ჩემთვის უცნობი უფროსი თაობის წარმომადგენლების განაწყენება არ მინდოდა და ბოლოს პენალტს სანამ გადაწყვეტდა ვიდეო რეფერი ეგვიპტელების სასარგებლოდ (არაფერს განსაკუთრებულს 3:0_ზე არ ცვლიდა, მაგრამ კი მეწერა ისე ორივეს დედაც) 100% პროცენტიანი პენალია დადე-მეთქი დავიყვირე და უნდა გენახათ რა  სახეებით გამომხედეს. თითქოს მე ვიყავი ოკუპანტი სალაჰის ფანი და ესენი მოძმე პუტინის მეგობრები.

P.S. დასკვნა: არაფერი ჩვენ არ გვეშველება!!!

ზოგს საბჭოეთი ენატრება…

ზოგს ზვიადი…

ზოგს ედიკა…

ზოგს მიშა…

ზოგს კი პაიკობა უნდა ივანიშვილის დაფაზე…

მაპატიეთ ვინმეს ხასიათი თუ გაგიფუჭეთ, მეც ისე ვარ, თოკი რომ მქონდეს ერთკაციან საქანელას ავაწყობდი…


კომენტარები:

ფართი შოპი