"გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ სუნთქვის სიხშირეს" - რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გადავიყვანოთ კოვიდინფიცირებული კლინიკაში?

29 Aug 2021 23:22

ახალ­გაზ­რდა ექი­მი, გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს თუ რა შემ­თხვე­ვა­ში სჭირ­დე­ბა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა.


გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე:

"რო­დე­საც ადა­მი­ანს და­უდ­გინ­დე­ბა კო­ვი­დი, შემ­თხვე­ვა­თა დიდ ნა­წილ­ში და­ა­ვა­დე­ბა პირ­ველ კვი­რას ჩვე­უ­ლებ­რივ მი­დის. შემ­დეგ უეც­რად ხდე­ბა დამ­ძი­მე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულს მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­ჭირ­დეს კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა.


პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა გახ­ლავთ პულ­ქსოქ­სი­მეტ­რის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. 


ეს ხელ­სა­წყო პან­დე­მი­ის დროს ყვე­ლამ შე­ი­ძი­ნა და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ი­ზო­მოს სის­ხლში ჟანგბა­დის დონე. თუ კო­ვი­დი გაქვს სა­ტუ­რა­ცია უნდა იყოს 94 პრო­ცენტზე ზე­ვით. 


ამ შე­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი გაქვთ კარ­გად. თუ სა­ტუ­რა­ცია 94-ის ქვე­ვით ჩა­მო­ვი­და, ეს ნიშ­ნავს რომ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად გაქვთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფილ­ტვე­ბი და გჭირ­დე­ბათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. კო­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში სა­ტუ­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად დაქ­ვე­ით­დეს.


იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ გაქვთ პულ­ქსო­სი­მეტ­რის აპა­რა­ტი, მა­შინ უნდა და­აკ­ვირ­დეთ გაქვთ თუ არა ქო­ში­ნის შეგ­რძნე­ბა. ეს ნიშ­ნავს რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც გჭრი­დე­ბათ გა­დაყ­ვა­ნა. წუთ­ში ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის სუნ­თქვის სიხ­ში­რეა 12-20-მდე. 


თუ 30-მდე გა­ი­ზარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თქვე­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. სუნ­თქვის სიხ­ში­რის გა­ზომ­ვა ტე­ლე­ფონ­ზე წამ­ზო­მის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ. ოღონდ სუნ­თქვის სიხ­ში­რე წა­მი­ე­რად კი არა, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე უნდა იყოს გაზ­რი­დი­ლი. რაც უფრო ხშირ­დე­ბა სუნ­თქვა, ეს ნიშ­ნავს რომ პა­ცი­ენ­ტი უფრო მე­ტად მძიმ­დე­ბა.


კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რო­დე­საც უნდა გა­დახ­ვი­დეთ კლი­ნი­კა­ში, ესე­ნი გახ­ლავთ, და­ბა­ლი წნე­ვა, ტუ­ჩე­ბი­სა და ცხვი­რის მი­და­მო­ზე სი­ლურ­ჯე­ე­ბი, რა­საც ცი­ა­ნო­ზი ჰქვია. ასე­ვე მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გუ­ლის მი­და­მო­ში ტკი­ვი­ლი.


კლი­ნი­კა­ში უნდა გა­დახ­ვი­დეთ იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ დღის მან­ძილ­ზე შარ­დის რა­ო­დე­ნო­ბა 100 მი­ლი­ლიტრზე ნაკ­ლე­ბია, სი­თხის მი­ღე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.


ზო­გი­ერ­თი თვით­ნე­ბუ­რად იკე­თებს სის­ხლის ანა­ლიზს, მე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, მაგ­რამ თუ მა­ინც გა­ი­კე­თეთ და მა­ღა­ლია ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი უნდა გა­და­ვი­დეს პა­ცი­ენ­ტი სტა­ცი­ო­ნარ­ში, ასე­ვე იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ პრო­კალ­ცი­ტო­მი­ნი 0.25-ია, ეს ნიშ­ნავს რომ გაქვთ თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რუ­ლი ინ­ფექ­ცია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.


მე მა­ინც გირ­ჩევთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ მა­ინც სუნ­თქვის სიხ­ში­რე­სა და პულ­ქსო­ქი­მეტრს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­შინ თუ ადა­მი­ა­ნი არის 60 წლის ზე­ვით, ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი ან მიმ­დი­ნა­რე შემ­დე­გი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ, ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, ტრან­სპალნტა­ცია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­სი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნი თუ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, აქვს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბექ­ტი, მა­ღა­ლი წნე­ვა, ეს არის ის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოთ. და­ი­მახ­სოვ­რეთ, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი კვი­რა მსუ­ბუ­ქია და შემ­დეგ იწყე­ბა დამ­ძი­მე­ბა... “ - ამ­ბობს ვი­დე­ობ­ლოგ­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე.




კომენტარები:

ფართი შოპი