"ქორწილი არ ყოფილა, აქ შეკრებილები ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ" - რას ამბობს ზურა შევარდნაძე კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო "გარდენიას" დალუქვაზე?

30 Aug 2021 00:30

კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, "გარ­დე­ნია“ დრო­ე­ბით და­ი­ლუ­ქე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გვი­ან ღა­მით და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს, რის გა­მოც ტე­რი­ტო­რი­ის მფლო­ბე­ლი 2000 ლა­რით და­ჯა­რიმ­და, დღეს დი­ლით კი, ობი­ექ­ტის და­ლუქ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.


"ად­გილ­ზე ქორ­წი­ლი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში და­ფიქ­სირ­და, რის გა­მოც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ ობი­ექ­ტი და­ა­ჯა­რი­მა. დღეს დი­ლით უკვე და­ლუქ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გან­მარ­ტა­ვენ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში.


გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "გარ­დე­ნი­ა­ში" ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც 40-მდე სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ზურა შე­ვარ­დნა­ძე. მისი თქმით, ქორ­წი­ლი არ ყო­ფი­ლა და "გარ­დე­ნი­ა­ში" შეკ­რე­ბი­ლე­ბი მისი პი­რა­დი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ.


"ქორ­წი­ლი არ ყო­ფი­ლა, აქ შეკ­რე­ბი­ლე­ბი ჩემი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი სახ­ლიც აქაა, სა­დაც ვცხოვ­რობ და ვი­ღებს სტუმ­რებს. სულ 22 კაცი ვი­ყა­ვით, მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით...", - გა­ნუ­ცხა­და შე­ვარ­დნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.


მა­თი­ვე ცნო­ბით, კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, ბოლო 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 ობი­ექ­ტი და­ი­ლუ­ქა და 6 და­ჯა­რიმ­და.


რო­გორც შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 20-ზე მეტი ობი­ექ­ტი და­ი­ლუ­ქა და და­ჯა­რიმ­და 46 ბიზ­ნეს ოპე­რა­ტო­რი, მათ შო­რის 29 იუ­რი­დი­უ­ლი და 17 ფი­ზი­კუ­რი პირი.




კომენტარები:

ფართი შოპი