მამუკა წოწოერია ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ყულიშკარის მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში რამდენიმე უბანში შეხვდა

30 Aug 2021 11:50

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია სოფლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი ამჯერად პარლამეტში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჯონი ჯიქიასთან ერთად სოფელ ყულიშკარში მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში შეხვდა.



„აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი: სოფელს გააჩნია წყალმომარაგების გამართული სისტემა, ასევე მიმდინარეობს სრული გაზიფიცირება, დასრულდა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ავაშენეთ ამბულატორია,  მიმდინარეობს ორი საავტომობილო გზის - საროგაოს უბნის და ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა. მოსახლეობასთან ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე და გამოიკვეთა ერთი ძირითადი პრობლემა, ესაა გამარჯვების უბნის საავტომობილო გზის საკითხი, რომელიც აუცილებლად  დამუშავდება და უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ჩვენ ვეტყვით კონკრეტულ დროს, თუ როდის დავიწყებთ ამ გზის მშენებლობას“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.


პარლამენტის წევრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრები საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს, რაც მოსახლეობასთან ინდივიდუალური კომუნიკაციის საშუალებას იძლევა:



„ამ სოფელში მართლაც ბევრი პროექტი განხორციელდა, რომელმაც მოიტანა უფრო მეტი კომფორტი ადგილობრივებისთვის, თუმცა კვლავაც გვაქვს გამოწვევები და ამ გამოწვევებთან სწორი გადაწყვეტის, სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას ვცდილობთ და ვცდილობთ რომ ჩვენს მოსახლეობას მივცეთ ის პირობა, რომელიც იქნება გამყარებული საქმით და  რომელიც შესრულდება ზუსტად იმ ვადებში და იმ დროში რა მოლოდინიც ჩვენს მოსახლეობას აქვს.



რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ადმინისტრაციულ ერთეულშიც გვექნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რადგან წლების  განმავლობაში ყველა არჩევნებში ეს სოფელი გვიჭერდა მხარს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ შევჩერდეთ, კვლავაც ბევრ საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ, როგორ ამ, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი