მედია - ქაბულის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

30 Aug 2021 12:08

ქაბულის აეროპორტზე დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა,- ინფორმაციას მედიასაშუალებები თვითმხილველებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.


სააგენტო Reuters-ის ცნობით, აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემამ მათი მოგერიება შეძლო.


ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.




კომენტარები:

ფართი შოპი